LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის მარტივი ფორმა, რომელიც გართულებების გარეშე მიმდინარეობს, სახიფათოა

9817
ANKARA, TURKEY - FEBRUARY 14: In this photo illustration a coronavirus (2019-nCoV) positive blood sample is displayed on February 14, 2020 in Ankara, Turkey.  ( Aytaç Ünal - Anadolu Agency )

კოვიდ 19-ის მარტივი ფორმა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში გართულებების გარეშე მიმდინარეობს, სახიფათოა. ამის შესახებ Daily Mail ბრიტანელ ექსპერტთა ჯგუფ Coverscan-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევისას გამოვლინდა, რომ ახალგაზრდა ორგანიზმებს, რომლებმაც ვირუსი უსიმპტომოდ ან მარტივად გადაიტანეს, 3-4 თვის შემდეგაც, სხვადასხვა ორგანოები დაზიანებული ჰქონდათ. მკვლევარების თქმით, პაციენტთა მეოთხედს ორი ან მეტი ორგანო ჰქონდა დაზიანებული. Coverscan-ის კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ყველაზე ხშირი გულის დაზიანებაა. პაციენტები, რომლებმაც უკვე გადალახეს ვირუსი, მათ თვეების განმავლობაში რჩებათ სიმპტომები.

შესაბამისად, აღსანიშნავია, უსიმპტომო ვირუსის არსებობა, საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის პაციენტების დაახლოებით 70%-ს. რაც შეეხება დანარჩენ სიმპტომებს, ესენია: დაღლილობა, გაძნელებული სუნთქვა და ზურგის ან თავის ტკივილი.

ექიმების თქმით, ორგანოები ინფექციის დროს, ანთების შედეგად ზიანდება. მათი რჩევაა, რომ დაინფიცირებულმა პაციენტებმა ბევრი ივარჯიშონ და წონაში დაიკლონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები