COVID 19-ის გამო, უმუშევრად დარჩენილმა ახალგაზრდა მამამ, ლატარიაში თითქმის 5 მილიონი დოლარი მოიგო. როგორც საერთაშორისო მედია წერს, შემთხვევა ავსტრალიაში მოხდა.
ლატარიაში გამარჯვებული სულ რაღაც 20 წლის ბიჭია, რომელიც ყოველთვიურად 20 წლის განმავლობაში 20 000 ავსტრალიურ დოლარს მიიღებს.
„ბოლო პერიოდში მუდმივად სტრესში ვიყავი, ვინაიდან, კორონავირუსის გამო უმუშევარი დავრჩი, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დიდი შვება იქნება ჩემთვის“, – აცხადებს ლატარიის გამარჯვებული, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
აღსანიშნავია, რომ 20 წლის ახალ მილიონერს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.