LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეზე მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა: ადამიანის უფლებათა ცენტრი

287
თეკლა თორდია - კორონავირუსით გარდაცვლილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეზე მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა.

მათივე ინფორმაციით, გამოვლენილია 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება, რომელთა შორის ერთ-ერთი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს“ ჯანდაცვის სამინისტროს, მყისიერად და ობიექტურად გამოიკვლიოს კორონავირუსით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმე და ყველა კითხვაზე ოჯახს მიაწოდოს დროული და ამომწურავი პასუხი.

“6 დღე იყო ხელოვნურ სუნთქვაზე, მეექვსე დღეს დაგვახვედრეს ამბავი, რომ გული გაუჩერდა” – რას ჰყვება კორონავირუსით გარდაცვლილი გოგონას მამა

კოვიდსასტუმროში წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავდა: 19 წლის გოგონას დედა ექიმებს ადანაშაულებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა თეკლა თორდიას საქმეზე რეაგირების მიზნით თბილისის პროკურატურას და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიმართა. რეგულირების სააგენტოს უკვე დაწყებული ჰქონდა მოკვლევა, მაგრამ გარდაცვლილის მშობლებს გამოვლენილი დარღვევევა-ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმეში ჩართვამდე არ მიუღიათ.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თეკლა თორდიას საქმეზე გამოვლენილია 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება. რეცენზენტ-ინფექციონისტის დასკვნით, დაავადების პირველივე კვირაში, ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში, ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზი შესაძლებელი იყო ობიექტური კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მყისიერად შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხი. დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ ყველა პარამეტრის და მონაცემის დროული, კრიტიკული, სრულყოფილი შეფასების და დაჩქარებული ჰოსპიტალიზაციის პრობლემა განპირობებული იყო მძიმე ეპიდსიტუაციით და ორგანიზაციული სირთულეებით.

“შეიძლება გამოვლინდნენ ბრალდებული პირები და ისინი დაისჯებიან” – თენგიზ ცერცვაძე 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები. თუმცა, შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები, თავიანთ დასკვნაში აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, მხოლოდ ერთი წინადადებით, ბუნდოვნად აღნიშნავენ, რომ „ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე“. ასეთი პოზიციის დაფიქსირება შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს რეცენზიის ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე განიხილება ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანის უფლებათა ცენტრს არ მიაწოდა ინფორმაცია კითხვაზე – თეკლა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას იყო თუ არა თავისუფალი ადგილები საქართველოს მასშტაბით“, – აღნიშნულია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციაში.