LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ახალი შტამი ორგანიზმში უფრო დიდ ხანს რჩება: ზაზა წერეთელი

175
წერეთელიიიი

კორონავირუსის ბრიტანული შტამი, ჩვეულებრივისგან განსხვავებით ადამიანის ორგანიზმში უფრო დიდ ხანს რჩება. ამის შესახებ “რუსთავი2”-ის ეთერში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შტამის საწინააღმდეგოდ ვაქცინები ჯერჯერობით ეფექტიანად მოქმედებს, თუმცა მისივე თქმით, ამ მიმართულებით დაკვირვებები გრძელდება.

„ორი რამ აინტერესებთ ახლა – ხომ არ გაიზარდა მძიმე შემთხვევების რაოდენობა – ჯერ-ჯერობით, ასე არ ყოფილა. ასევე, აინტერესებთ, როგორ მუშაობს ამაზე (ბრიტანულ შტამზე) ვაქცინები. ჯერჯერობით, უარყოფითი შედეგი არ ყოფილა, “ასტრაზენეკა” ამტკიცებს, რომ 75-80% მაინც ეფექტურია ვაქცინა ახალ შტამზე. თუმცა, დაკვირვებები გრძელდება და როგორც კი გამოჩნდება შედეგი, მაშინვე გვეცოდინება”,- აცხადებს ზაზა წერეთელი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამის 31 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები