LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უმრავლეს შემთხვევაში ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის: გიორგი კამკამიძე

324
გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგის გიორგი კამკამიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უმრავლეს შემთხვევაში ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის.

როგორც გიორგი კამკამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ომიკრონის“ ვირუსით გამოწვეული ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. მისი თქმით, ინფექცია „არ ხასიათდება ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნებით, როგორიცაა ყნოსვისა და გემოვნების გაუკუღმართება“.

„ჩვეულებრივი გაციებით მიმდინარე დაავადების სიმპტომები ახასიათებს. თუმცა, მეორე მხრივ, გავრცელების თვალსაზრისით ნამდვილად საყურადღებოა და ეფექტურად ვრცელდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ის ვრცელდება იმ პოპულაციაში, რომელიც აცრილი არ არის. ამიტომაც არის რომ ზუსტად ახალგაზრდებშია უფრო მეტად გავრცელებული,“- განაცხადა გიორგი კამკამიძემ.

როგორც იმუნოლოგმა ასევე აღნიშნა, რა საკვირველია, საქართველო მთლიანად დაცული ვერანაირად ვერ იქნება და ადრე თუ გვიან, ეს ვარიანტიც შემოაღწევს.

„ვირუსის ვარიანტების განსაზღვრა, იგივე სეკვენირების მეთოდი შედარებით ნაკლები პროპორციით ხდება. შეიძლება, საქართველოში არის კიდევაც ეს ვარიანტი, თუმცა, ჯერ არ ვიცით მის შესახებ.

ამ ვირუსთან დაკავშირებით რაიმე სერიოზულ პრობლემებს არ ველით, ჯერ საგანგაშო მონაცემები არ არის, რომ ავადობის მიმდინარეობას ამძიმებს, პირიქით, მონაცემები იმის შესახებაა, რომ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, ეფექტურად ვრცელდება”,- თქვა გიორგი კამკამიძემ.

მეცნიერები ახალი ვერსიის საშიშროებაზე მსჯელობენ – რა ვიცით Covid 19-ის მძიმედ მუტაციურ, სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები