LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი სულ 27 პატიმარს აქვს – პენიტენციური სამსახურის დირექტორი

102
89542749-2831686613574018-2903169348296245248-o

“დღეის მდგომარეობით, მე შემიძლია დავადასტურო, კოვიდინფიცირებული, პენიტენციურ სისტემაში, არის სულ 27 პატიმარი”, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პატიმრების ტესტირება 2020 წლის ბოლოდან დაიწყო.

“ქალთა დაწესებულებაში, დაიტესტა 329 მსჯავრდებულ-ბრალდებული და აქედან გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ 23 დადასტურებული შემთხვევა. რა თქმა უნდა, მოხდა მათი მყისიერი იზოლირება სხვა კონტიგენტისგან. ისინი თავს კარგად გრძნობენ და ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო ვირუსმატარებლები. ასევე, სამოქალაქო კლინიკაში ჩვენ გვყავს 4 კოვიდდადასტურებული მსჯავრდებულ-ბრალდებული”,-განაცხადა გიორგი პატარიძემ.