საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა პირველი თებერვლიდან დაიწყება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ისაუბრა.
მისი თქმით, კვლევის მიზანია გარკვევეს, თუ რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.
თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა 500 კოვიდგადატანილი პაციენტი, რომლებსაც ჩაუტარდებათ როგორც კლინიკური ისე სხვადასხვა ინსტრუმენტული გამოკვლევა.
კვლევის ხარჯებს კი მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.