LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონარეიდი: პერუს ღამის კლუბში 13 ადამიანი დაიღუპა

135
200720111222-peru-coronavirus-covid-19-venezuelan-migrant-gravedigger-galdos-pkg-intl-hnk-vpx-00014930-exlarge-169

პერუში, ლიმას ღამის კლუბში, პოლიციის რეიდის დროს, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა.

კლუბში არალეგალური წვეულება ჩატარდა, რომელსაც დაახლოებით 120 ადამიანი ესწრებოდა, ვიღაცამ კი პოლიციაში დარეკა.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციას წვეულების დასაშლელად იარაღი და ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია.

“როდესაც დარბევა დაიწყო, ისინი მეორე სართულზე იყვნენ და ცდილობდნენ პოლიციისგან თავის დაღწევას, როცა კიბეებზე დაგორდნენ” – აცხადებენ პოლიციაში.

ღამის კლუბის მფლობელებზე და წვეულების ორგანიზატორებზე გამოძიებაა დაწყებული. ამასთან, დაკავებულია 23 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 13 ადამიანის დაღუპვის პასუხისმგებლობას არალეგალურ წვეულების ორგანიზატორებს აკისრებს.

პერუში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, სოციალური დისტანციის რეკომენდაციებია გაცემული ასევე, აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

პერუ ერთ – ერთი პირველი ქვეყანა იყო ამერიკაში, რომელმაც მიიღო მკაცრი პრევენციული კოროვირუსული ზომები, თუმცა ახლა ლათინური ამერიკის ყველაზე საშიშ ხუთეულში იკავებს ადგილს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები