თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 1 სამედიცინო პერსონალი, სამი კი შემოტანილი შემთხვევაა. მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტის კონტაქტების კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს წყაროს დადგენის მიზნით.
მისი ინფორმაციით, ამჟამად კოვიდცენტრებში მკურნალობას 245 პაციენტი აგრძელებს, რომელთაგან 5-ის მდგომარება კრიტიკული, 23-ის კი – მძიმეა.
ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 32 დადასტურებული შემთხვევა, მხოლოდ 1 გამოჯანმრთელდა, ახალი პაციენტი არ მიგვიღია და დღევანდელი მონაცემებით 31 პაციენტი მკურნალობს ჩვენს ცენტრში. გვყავს 1 კრიტიკულად მძიმე და 2 მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია,“- განაცხადა ეზუგბაიამ.