Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კორონა არ არის მკვლელი: ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა და ხვალ გაწერენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონა არ არის მკვლელი: ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა და ხვალ გაწერენ

34002
1 ლევან რატიანი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, ხოლო ის პაციენტი, რომლის მდგომარეობა უმძიმესად ფასდებოდა, უკვე გამოჯანმრთელდა. ლევან რატიანის განმარტებით, დაინფიცირებულ ერთ პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია და ინფექციასთან ერთად სხვა დაავადებებიც ჰქონდა, დღეს გაკეთებული ოქროს ტესტის ანალიზით, კორონავირუსი არ უდასტურდება. რატიანი აცხადებს, რომ 24 საათის განმავლობაში პაციენტს განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება, ვირუსზე უარყოფითი შემთხვევის შემდეგ კი ის ხვალვე გაეწერება კლინიკიდან.

“ყველაზე მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, მეტიც, მას დღეს პი-სი-არ ტექნოლოგიით ჩატარებული ტესტით ახალი კორონავირუსი არ უდასტურდება. რაც ნიშნავს იმას, რომ კორონა არ არის მკვლელი და გამოჯანმრთელება შეიძლება. ხვალ, ანუ 24 საათის განმავლობაში ჩვენ კიდევ ჩავუტარებთ განმეორებით ანალიზს და სავარაუდოდ ხვალვე გავწერთ კლინიკიდან. ასე რომ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, კორონავირუსი არ არის მკვლელი. ჩვენ შეგვიძლია მასთან გამკლავება”, – აცხადებს ლევან რატიანი.

რატიანის განმარტებით, მკვეთრი გაუმჯობესება შეინიშნება 22 წლის ორსული ქალის მდგომარეობაშიც. პაციენტს გუშინდელი დღის შემდეგ არ აღენიშნება ცხელება. ამ ეტაპზე კლინიკაში 77 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, საიდანაც 17 ინფიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ დღეის მონაცემებით საქართველოში სულ 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები