LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეის რესპუბლიკის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ

112
ღვინის ეროვნული სააგენტო

კორეის რესპუბლიკის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები ღვინის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ.

27-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში როგორც ღვინის მწარმოებლები, ასევე ის იმპორტიორები შედიოდნენ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული ღვინით.

სტუმრებმა ღვინის ეროვნული სააგენტოში ენოთეკა და მუზეუმი დაათვალიერეს. გაიმართა სხვადასხვა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ წარადგინა.

კორეის რესპუბლიკა, მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა  ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები