საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით კორეულმა წამყვანმა სამაუწყებლო კომპანიამ KBS (Korea Broadcasting System) საქართველოს შესახებ სპეციალური გადაცემა და ვიდეორგოლები მოამზადა.
კორეელმა ჟურნალისტებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურეს და გადაიღეს მასალები გადაცემებისთვის Everywhere K და Food Odyssey.
50 წუთიან ფილმში და 10 ვიდეორგოლში აქცენტი გაკეთდა როგორც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, ისე ქართულ სამზარეულოსა და ღვინოზე.
https://www.youtube.com/watch?v=4rDJNAJE47M&feature=share&fbclid=IwAR2CI4Fjjiz5pPZpbNwawB2btEJA9PdCaUGGAcHGfR2QD_X_59GdAtsUSBg
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და კორეაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით კორეელმა ჟურნალისტებმა საქართველოში ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურეს, გადაღებები მიმდინარეობდა თითქმის ყველა რეგიონსა და დედაქალაქში.
წამყვანი კორეული ტელეარხის გარდა, საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეორგოლები გავრცელდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი სოციალური ქსელების საშუალებით.