LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორძაია: ოპოზიცია გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას, უნდა მოვახდინოთ იმ კანონპროექტების ინიცირება, რომელიც შექმნის წინაპირობას, რომ 12 პუნქტი დაკმაყოფილდეს

122
თამარ კორძაია

„ოპოზიცია გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას, 180 დღეც არ გვაქვს დარჩენილი, ვფიქრობთ, უნდა ვიმუშაოთ დღის წესრიგზე რიგგარეშე სესიებთან დაკავშირებით, უნდა ვიმსჯელოთ ფართო მონაწილეობით, უნდა მოვახდინოთ იმ კანონპროექტების ინიცირება პარლამენტში, რომელიც შექმნის წინაპირობას, რომ 12 პუნქტი დაკმაყოფილდეს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის, ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესასრულებლად ზაფხულში იმუშაოს.

პაპუაშვილი: სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის ხალხი, ვინც ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს

„ხელისუფლებისგან განსხვავებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზაფხულში დასვენების დრო არ არის, უნდა ვიმუშაოთ და ეს მუშაობა უნდა იყოს ინკლუზიური, მაქსიმალურად ფართო მონაწილეობით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, რომლებიც უკვე არა ერთი წელია ლაპარაკობენ, რომ მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით რეფორმები არასწორად მიდის, მედიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა და ა.შ.

„ქართული ოცნება“ დეკლარირებულად საუბრობს, რომ მას უნდა კანდიდატის სტატუსი, ასევე თვითონ საუბრობს, რომ უნდა დეპოლარიზაცია, ამიტომ ჩვენ ვეუბნებით, მოდით, ზაფხულში ვიმუშაოთ. ირაკლი კობახიძე თვითონ სადღაც ზის და წერს, ეს არ არის დემოკრატიული პროცესი, შესაბამისად, მგონი, უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე და ჩვენთან ერთად დაჯდეს თუ უნდა, მაგრამ არ აკეთებს.“ – განაცხადა კორძაიამ.

კობახიძე აქციაზე: გუშინ უკვე საბოლოოდ წაიშალა ყოველგვარი ფორმალური ზღვარიც კი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საქართველოში მოქმედ ყველაზე მდიდარ არსამთავრობოებს შორის