LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოქტეილის კაბა შლაპით – 50 წლის კაილი მინოუგის იტალიური არდადეგები (ფოტო)

281

წელს ვარსკვალების რჩეული ქვეყანა იტალია გახდა. მსოფლიო კინოსა და მუსიკის ვარსკვლათა უმეტესობა უპირატესობას იტალიის ქალაქებს ანიჭებს და მათ შორისაა 50 წლის ავსტრალიელი ლამაზმანი კაილი მინოუგიც. ფოტოგრაფებმა მომღერალი ვენეციაში დასვენების დრო გადაიღეს. შავ კოქტეილის კაბაში და შლაპაში გამოწყობილმა კაილიმ ვენეციის ქუჩებში ისეირნა, ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა და ცნობისმოყვარე პაპარაცებსაც ღიმილით შეხვდა.

ცოტა ხნის წინ 50 წლის მომღერალმა იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა, ის ერთდროულად რამდენიმე პოპულარული გამოცემის მთავარი გმირი გახდა და გულახდილად ისაუბრა ასაკზე, ცხოვრებისეულ გამოწვევებსა და დაკარგულ სიყვარულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები