LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენში სულ მალე ეკოლოგიური წყლის ტრამვაი გაჩნდება

70

კოპენჰაგენში სულ მალე ეკოლოგიური წყლის ტრამვაი გაჩნდება. ახალი ტრანსპორტი 2020 წლისთვის ამოქმედდება და ის პოპულარულ მინი კატერებს ჩაანაცვლებს. წყალზე მოძრავი ტრამვაი ელექტრო ძრავზე იმუშავებს და ატმოსფეროსაც არ დააბინძურებს. შედეგად ჰაერში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა თითქმის 15%-ით შემცირდება. ამასთან, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ეკოლოგიური ტრანსპორტის ღირებულება მაღალი არ იქნება და მიწაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასს გაუთანაბრდება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წყლის ტრამვაი როგორც ადგილობრივებში, ასევე ტურისტებშიც დიდი პოპულარობით ისარგებლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები