LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენის სიახლოვეს მცურავი კუნძულები გაჩნდება

88

კოპენჰაგენის სიახლოვეს მცურავი კუნძულები გაჩნდება. დანიის დედაქალაქში ახალი დასასვენებელი სივრცე იხსნება. ხისგან დამზადებული კუნძულები სხვადასხვა ფუნქციას შეასრულებენ და მათ შორის – კაფე, საუნა, მყვინთავთა კლუბი და სცენაც კი იქნება. კუნძულებამდე მისვლა მხოლოდ ნავით იქნება შესაძლებელი და საჭიროების შემთხვევაში მათი შეერთება და მასშტაბური ღონისძიების ჩატარებაც მარტივი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მცურავი კუნძულის პირველი პროტოტიპი უკვე აგებულია. მისი ფართობი 20 კვ.მ-ია, დანიშნულება კი ქალაქის ხმაურისგან დასვენება, მედიტაცია, თევზაობა ან უბრალოდ გარუჯვაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები