LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენის პორტში გემებს ინოვაციური სისტემით დამუხტავენ და გარემოც აღარ დაბინძურდება

99
copenhagenprtn

დანიის ორ ქალაქში კოპენჰაგენსა და ორჰუსში გემების დამუხტვის უნიკალური სისტემა გაჩნდება. ენერგიის წყარო ნაპირზე იქნება განთავსებული და ხომალდს სანაპიროზე ყოფნისას დიზელის წვა აღარ ნოუწევს. შესაბამისად, წყალიც შედარებით სუფთა გახდება.

საპორტო ქალაქებში როგორც წესი, დაბინძურების მთავარი წყარო პორტია. არც თუ ისე დიდ ტერიტორიაზე ბევრი გემი გროვდება და ენერგიის მისაღებად თითოეულ მათგანს დიზელის წვა უწევს. შედეგად წყალში საწვავის ნაწილი, ხოლო ატმოსფეროში კი მავნე გამონაბოლქვი ხვდება, ანუ გარემო მაქსიმალურად ბინძურდება.

სანაპიროებზე ენერგოუზრუნველყოფის სადგურების დამონტაჟება კი სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. თანაც, პორტები გემებს განახლებადი ენერგიებით მოამარაგებენ. აღსანიშნავია, რომ ახალი მოწყობილობების მონტაჟი  ევროკავშირის პროექტის „მწვანე კურსის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები