LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენის პოლიცია ელექტრო სკუტერებით იმოძრავებს, რათა ხალხთან უფრო ახლოს იყოს

116
thumb_1024x663_cops-on-scooters-11zon

კოპენჰაგენის პოლიცია ქუჩების პატრულირებას ამიერიდან არამხოლოდ ავტომობილებითა და ველოსიპედებით, არამედ ელექტრო სკუტერებითაც დაიწყებს. ამ გზით სამართალდამცავები საკუთარი იმიჯის გაუმჯობესებას შეძლებენ: საქმე ისაა, რომ საპატრულო ავტომობილი მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

გარდა ამისა, სკუტერი პოლიციას გადაუდებელ სიტუაციებში უკეთ რეაგირების საშუალებას მისცემს და შემთხვევის ადგილამდე ისინი საცობებისთვის გვერდის ავლით შეძლებენ მისვლას.

პოლიციის ელექტროსკუტერს არა ციმციმა შუქები, არამედ ჩვეულებრივი ფარები ექნება. მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ/სთ იქნება, სვლის მარაგი კი – ერთი დამუხტვით 30 კილომეტრი.

შეგახსენებთ, რომ კოპენჰაგენი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქალაქადაა აღიარებული. უფრო ზუსტად კი იქ უკეთ უზრუნველყოფენ მოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ინფრასტრუქტურასა და გარემოზეც უკეთ ზრუნავენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები