გუშინ ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. ქართველმა ლეგიონერმა იტალიურ გუნდს ერთი ქულა მოუტანა და სერია „ა“-ს მე-5 ტურში „ნაპოლმა“ რომის „ლაციო“ ანგარიშით 1:2 დაამარცხა.
„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თამაშის შეფასებასთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და მის ადამიანურ თვისებებსაც გაუსვა ხაზი.
„კვარამ უკვე ითამაშა რუსეთში და გასაგებია, რომ ახლა იტალიაში ადაპტაციას გადის, მაგრამ ეს ახალ ქვეყანაში მოსვლისას ნორმალურია. კვარა კარგად შეეწყო გუნდს.
კონტრაქტს რომ მოაწერა ხელი, სახლში დავპატიჟე ჩაის დასალევად. მას შეუძლია ბურთის კონტროლი და ამის სუფთად აკეთებს, მაგრამ ისეთი მორცხვია… არასოდეს სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ როცა ფეხბურთს თამაშობს, ძალიან თავდაჯერებულია. რაც შეეხება დღევანდელ მატჩში გაკვირვებული ვარ თუ არა კვარაცხელიათი, მე უფრო ის მიკვირს, რომ მან მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი რომ ვერ გაიტანა, რადგან ის ძალიან ტექნიკურია“, – განაცხადა მწვრთნელმა.
წყარო: 1tv