LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონტრაბანდისტებმა მაღაზიაში ბანანის ნაცვლად შემთხვევით კოკაინი მიიტანეს

43
Capture

კონტრაბანდისტებმა ჩეხეთის ერთ-ერთ მაღაზიაში კოლუმბიიდან ჩამოტანილი 79 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი მიიტანეს. არადა წესით ბანანი უნდა წაეღოთ. ამის შესახებ ინფორმაცია NDTV-მ გაავრცელა.

ჩეხეთის სხვადასხვა რეგიონის სუპერმარკეტებში იპოვეს ბანანის ყუთები, რომელიც მთლიანად კოკაინით იყო სავსე. წესით, ხილი კოლუმბიიდან უნდა ჩამოეტანათ და შეცდომით ტვირთი აერიათ.

მაღაზიების თანამშრომლებმა მთლიანობაში 998 კილოგრამი ნარკოტიკი მოაგროვეს. ტვირთის შესასწავლად პოლიციამ საქმეში სპეციალურად მომზადებული ძაღლები ჩართო. ბუნებრივია, ნაპოვნი კოკაინი სრულად ამოიღეს.

ჩეხეთის პოლიცია კოლეგებთან მეზობელ სახელმწიფოებშიც თანამშრომლობს და ნარკოტიკის დარჩენილ პარტიებს ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები