LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონტე ჩელსის ფეხბურთელებს კარგ ჭამა-სმას უკრძალავს

48

ანტონიო კონტემ ”ჩელსის” მოთამაშეებს კეტჩუპი, დარიჩინის სოუსი და გაზირებული სასმელები აუკრძალა.
არისტოკრატები უკვე შეეჩეხნენ იტალიელი დიქტატორის ხუშტურებს.

”ჩელსის” სათავეში მოსულმა ანტონიო კონტემ პრიორეტეტად გუნდის ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება დაისახა. იტალიელმა ორმაგი ვარჯიშები შემოიღო ტაქტიკურ მომზადებაზე დაყრდნობით.

ამასთან, კონტემ მკაცრი დიეტა შემოიღო. ყველა პროდუქტი, რომელსაც კვებითი ღირებულება არ გააჩნია პროფესიონალი ფეხბურთელისთვის, საწვრთნელი ბაზის ბუფეტიდან ამოიღეს. როგორც ESPN-მა შეიტყო, კონტემ აკრძალა კეტჩუპი, დარიჩინის სოუსი და გაზირებული სასმელები. დიდია იმის ალბათობაც, რომ მატჩის შემდეგ პიცის ჭამის დიდი ხნის ტრადიციაც გაუქმდება.

მსგავს პრაქტიკას კონტე ყველგან იყენებდა.

”ჩელსი” ახალ სეზონს 15 აგვისტოს ”ვესტ ჰემთან” საშინაო მატჩით იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები