LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონტაქტურია, თუმცა, ჩვენების მიცემას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს“ – კაცი, რომელმაც ცოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

376
ing (6)

მამაკაცი, რომელმაც 9 იანვარს თბილისში, ცოლს მრავლობითი სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა, ამ დრომდე „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

როგორც „ფორტუნას“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოლის მკვლელობაში მხილებულ პირს ჩვენება ჯერ არ მიუცია:

„ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენება ვერ მისცა.

მამაკაცი თვითდაზიანებით გუშინ შემოვიდა, შემოსვლისთანავე ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე დღეა რეანიმაციაში იმყოფება და შესაბამის მკურნალობას გადის“, – უთხრეს „ფორტუნას“ კლინიკაში.

„ძალიან კარგი გოგო იყო ქეთი.. 4 თვის ბავშვი ჰყავთ.. ყვე­ლა შოკ­შია მომ­ხდა­რით“ – რას ამბობენ ახლობლები ქმრის მიერ მოკლულ 27 წლის გოგოზე

როგორც კლინიკის ექიმმა მედიის წარმომადგენლებთან აღნიშნა, ამ დროისთვის, პაციენტის მდგომარეობა სტაბილური რჩება.

„ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კარდიოქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. გულის ჭრილობა იყო და ჭრილობა გაიკერა. კონტაქტურია, თუმცა, სავარაუდოდ, პაციენტი ჩვენების მიცემას გამომძიებელებისთვის ვერ შეძლებს. ჯერ მისი მდგომარეობა ამ კონდიციაში არ არის. ამ ეტაპზე ჩვენც ვერ გავცემთ ნებართვას“, – ამბობს ექიმი.

ცნობისათვის, 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ცოლს დაზიანებები მიაყენა და თავადაც თვითდაზიანებები მიიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.

„მთელს სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა“ – ექიმი ქმრის მიერ მოკლულ ქალზე