პარტია “ქართული ოცნების” ოფისში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება.
როგორც დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, შეხვედრის მთავარი თემა სამინისტროების ოპტიმიზაციის საკითხი იქნება. როგორც ცნობილია, გუნდი განიხილავს, თუ რომელი სამინისტროები გაერთიანდეს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, კონსულტაციები იმისთვის იმართება, რომ ჩამოყალიბდეს კარგად მოფიქრებული მოდელი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტურად იმუშავებს.
გიორგი კახიანის თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი მომავალ კვირას იქნება ინიცირებული.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობაში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გუშინაც გამართა.