LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსულტაციას გავდივარ სპეციალისტებთან და როგორც საჭირო იქნება საზოგადოებისთვის, ისე მოვიქცევი  – თათია დოლიძის კომენტარი

128

„კონსულტაციას გავდივარ სპეციალისტებთან და როგორც საჭირო იქნება საზოგადოებისთვის,  ქართველი ქალებისთვის, ისე მოვიქცევი,“ – ეს განცხადება თათია დოლიძემ „ფორტუნასთან” მის მიმართ განხორციელებული მუქარის კომენტარისას გააკეთა.

„კონსულტაციას გავდივარ სპეციალისტებთან და როგორც საჭირო იქნება საზოგადოებისთვის,  ქართველი ქალებისთვის, ისე მოვიქცევი.  საჭირო იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის ბულინგი და სიძულვილი ენა არ დარჩეს რეაგირების გარეშე. რა ფორმით იქნება ეს, ზუსტად არ ვიცი იმიტომ, რომ მე არ ვარ იურისტი და ჯერ არის გასარკვევი, რა ტიპის დანაშაულია.

„რეაგირების გარეშე რომ არ უნდა დარჩეს ეს, გასაგებია, მაგრამ, მეორე მხრივ, რეაგირების გარეშე არც დარჩენილა იმიტომ, რომ საზოგადოებამ აიმაღლა ხმა ყველანაირად, ჩემგან დამოუკიდებლად. ასე რომ, ეს უკვე არის რეაგირება. თუმცა, მე მაინც აუცილებლად გავივლი კონსულტაციას პროფესიონალებთან, ისევ და ისევ არა თათია დოლიძის გამო, რადგან მე ასე ნამდვილად არც ვშინდები და არც მეშინია, უბრალოდ იმის გამო, რომ ეს არ იყოს ნორმა და იმისათვის, რომ სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური ქართველი ქალები მუდმივად მხოლოდ ამ მიმართულებით არ ხდებოდნენ განხილვის საგანი, რომ მამაკაცებს, როდესაც ქალი არის სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური, მაგის გარდა სხვანაირი საუბარი, არგუმენტირება და გამოხატვა, თუნდაც საპირისპირო პოზიციის სხვა ფორმით, შეიძლება,“ – ამბობს თათია დოლიძე.

ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ გარდა სოციალური ქსელისა, მის მიმართ სხვა სახის მუქარა არ ყოფილა და მას ამ მუქარის არ ეშინია.

„ფეისბუქზე“ რაც იყო მიმოწერები, ეს იყო სულ. ზარი ჩემთან მათი მხრიდან მუქარის სახით არ შემოსულა. საკვირველი ის არის, რომ ყველა მუქარა რაც იყო სოციალურ ქსელში, ყველა იყო საჯარო. როგორც ჩანს, არ იცოდნენ, რომ ეს არ არის მისაღები, მალევე ეს ყველაფერი გაქრა. როდესაც გაქრა, მაშინვე მივხვდი, რის თქმასაც აპირებდნენ და უეცრად ყველამ ყველაფერი უარყო და ეს ყოფილა, თურმე, ფეიქი. უბრალოდ კარგი ის არის, რომ ფემინისტები და ქალთა მოძრაობები, რომლებისთვისაც ეს ახალი არ არის, მათ მოასწრეს ამ ყველაფრის დასქრინვა. ახლა ეს ყველაფერი გამქრალია, მაგრამ საბედნიეროდ, რომ ვერ თქვან, რომ ეს ყველაფერი ფოტოშოპია, როგორც უკვე განაცხადეს, ვიდეოებიც არსებობს, გადაღებული ეკრანები.

„ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში „ბლატაობდნენ“, ვის უფრო შეუძლია რაღაცის გაკეთება და გასვარეს 25 წლის გოგო მამაჩემის ტოლმა კაცებმა და გარიეს დედაჩემი. ეს იმდენად ამაზრზენი და ამორალურია, მით უმეტეს კაცისგან, რომელიც ქართველობაზე, ვაჟკაცობაზე და ქართველ კაცობაზე დებს თავს და გვიცავს არაბებისგან, თვითონ როგორ იქცევა? რას ნიშნავს, ქართველი კაცი ქართველ ქალზე შეიძლება და უცხოელი არ შეიძლება? ვერ გავიგე რას ნიშნავს, თუ ქართული შეურაცხყოფა სხვა რამეა. რა გავაკეთე და რა დავაშავე ისეთი, რომ გამოვხატე ჩემი პოზიცია, ძალიან ზრდილობიანად და წესიერად, რომ ჩამრთა ინგა გრიგოლიამ ბერშუეთიდან პატივისცემაც კი გამოვხატე იქ მდგომი ხალხის მიმართ, ვინც პატრიოტული მოსაზრებებით იდგა. უბრალოდ ავხსენი კონიუნქტურა საერთაშორისო და პოლიტიკური, რის გამოც ეს გახლდათ ჩვენთვის მიუღებელი. ამაზე ასეთი ტიპის ლანძღვა, გინება და ასეთი სექსუალური ფანტაზიები 25 წლის გოგოზე, რომელზე უფროსიც შვილები ჰყავთ, ამაზრზენია და მერე ასეთმა ადამიანმა, გინდა იომოს საქართველოს დასაცავად და გინდა, ნუ იომებს.

„მე, ალბათ, ახალგაზრდების პოზიციასთან ვასოცირდები, განათლებული ახალგაზრდების პოზიციასთან, ევროპაში მიღებული განათლებით, რომლისაც ასე ძალიან ეშინიათ ამ ადამიანებს და ამიტომ იყო ასეთი აგრესია ჩემზე. ამ ადამიანებისთვის ჩვენი გონებაგახსნილობა მიუღებელია. როდესაც შოვინისტურ განცხადებებს აკეთებენ და შენ მათ საღ აზრს უპირისპირებ, მათთვის ეს გახდა მიუღებელი. მათ, ალბათ, ჩათვალეს, რომ ახალგაზრდებისთვის ჩემი კომენტარი, ალბათ, იქნებოდა წონიანი, როგორც ეგეთი რიგითი ახალგაზრდის. აქედან გამომდინარე, ეს მათთვის გახდა საშიში. მე ამ ყველაფრისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემა არ მინდა, ჩემს ინტერესში არ შედის, არ ვარ არცერთ პარტიაში და მე ვსაუბრობ მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ახალგაზრდა, აქტიური სოციალურად და პოლიტიკურად. პოლიტიკური აქტივიზმი არ ნიშნავს პარტიულობას. ეს ადამიანები ამხელა მარშს ორგანიზებას რომ უწევენ, იმის გარკვევაც მარტივად შეუძლიათ, ვინ ვისთან როგორ კავშირშია,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ თათია დოლიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები