ექიმი კონსტანტინე მათითაშვილი აცხადებს, რომ სტამბოლში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა. როგორც მათითაშვილმა “ფორტუნას” განუცხადა, იგი ამ დროისთვის სტამბოლში იმყოფება.
“დაფრინავს ავიაცია… ტელევიზია აცხადებს, ყველა სახლში დარჩითო, პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოძახებულია სამსახურში, შვებულება გაუუქმეს ყველას და სამსახურში გამოიაძახეს, საშინელი მდგომარეობაა” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი.