LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურსის წესები

*თანახმა ვარ მონაწილეობა მივიღო ფორტუნას და თურქიშ ეარლაინსის მიერ
გამოცხადებულ დედის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში.
*თანახმა ვარ ჩემი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის
და გასაჯაროვდეს ჩემი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, სახელი, გვარი,
ფოტოსურათი, მონაწილეობა მივიღო ვიდეო სიუჟეტში, გასაჯაროვდეს ჩემი ისტორია.
*აპლიკაციის გამოგზავნით ვადასტურებ და ვეთანხმები კონკურსის ყველა იმ პირობას
და წესს, რომელსაც კომპანია მთავაზობს. ჩემს მიერ აპლიკაციის გამოგზავნა
ნიშნავს/უტოლდება ჩემს ხელმოწერას/თანხმობას.
*ვადასტურებ, რომ არ მაქვს საემიგრაციო/საზღვრის კვეთის დარღვევა არცერთი
სახელმწიფოს საზღვარზე.

*ვადასტურებ, რომ მაქვს ვადიანი პასპორტი, რომლითაც შევძლებ გამგზავრებას და
ვადასტურებ, რომ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კონკურსში გამარჯვების
შემთხვევაში 2024 წლის 03 მარტს მომიწევს გამგზავრება გადამღებ ჯგუფთან ერთად.
*კონკურსის ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას პირის საზღვარზე
შეშვებასთან დაკავშირებით, რადგან ის ვერ გასცემს გარანტიას უცხო ქვეყნის
მესაზღვრის ქმედებაზე.
*კონკურსის ორგანიზატორი არ იღებს რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას, გამგზავრებისას
ან/და საზღვარგარეთ ყოფნის დროს: პირის ჯანმრთელობასთან, უსაფრთხოებასთან,
გადაადგილებასთან, დაბრუნებასთან, სიცოცხლესთან დაკავშირებით, ქვეყანაში
დარჩენასთან, კვების ხარჯებთან,(გარდა საუზმისა) დაზღვევასთან და ა.შ
დაკავშირებულ საკითხებზე.
*კონკურსის ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას სოციალურ ქსელში
კონკურსანტის მიმართ მიღებულ გამოხმაურებაზე, კონკურსანტების შესახებ პოსტები
იქნება საჯარო.