LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურსი 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად!

3166
winandliw premie 2019

“ზურაბ ჟვანიას ფონდი” აცხადებს კონკურსს 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად. 2019 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეუძლიათ 18-30 წლის ხალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში:

⦿ თეატრალური ხელოვნება

⦿ კინოხელოვნება

⦿ პროზა

⦿ მხატვრული ლიტერატურა პოეზია

⦿ მუსიკალური ხელოვნება

⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები

⦿ სახვითი ხელოვნება

⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზითა და ფულადი პრემიით;
ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა რიგით მერვე „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება წარმოებს 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით;

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. სემინარის ორგანიზატორი იყო საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი. პრემიის სახელიც მაშინვე შეირჩა.„წინანდლის პრემიის“ პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის ინიციატივით და პატრონაჟით ხორციელდებოდა “წინანდლის პრემია”.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.

წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში.

პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
„წინანდლის პერემიის“ მხარდამჭერი ორგანიზაციებია კომპანია „ბადაგონი“, “ლიბერთი ბანკი” და ფარმაცეპტული კომპანია PSP.

„წინანდლის პრემიის“ ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“

2019 წლის „წინანდლის პრემიის“ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 20 ოქტომბრის ჩათვლით საკონკურსო ნაშრომი/ნამუშევარი, აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან (CV) ერთად, უნდა წარადგინონ ზურაბ ჟვანიას ფონდში (საზღვარგარეთ მყოფი აპლიკანტების განაცხადები მიიღება იმეილის საშუალებით) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N18.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები