LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენტი ბანკების ერთობლივი პროდუქტი ქართველ მომხმარებელს

38

სს “ლიბერთი ბანკსა” და სს “პროკრედიტ ბანკს” შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

“პროკრედიტ ბანკის” VISA/Master Card და VISA Business ბარათების მფლობელები თანხის განაღდებას “ლიბერთი ბანკის” ბანკომატებში “პროკრედიტ ბანკში” მოქმედი ტარიფით შეძლებენ (საკიომისიო -0,2%), “ლიბერთი ბანკის“  მომხმარებელი კი „პროკრედიტ ბანკის“  პოსტერმინალებში VISA/Master Card ბარათის გარდა ანგარიშსწორებას ახლა უკვე PAY/UPI სისტემის ბარათებითაც განახორციელებენ.

PAY “ლიბერთი ბანკის” ადგილობრივი საგადამხდელო სისტემაა, რომლის პლატფორმაზეც 1.6 მილიონზე მეტი ბარათია შექმნილი. „მოხარული ვართ, რომ მომხმარებლებისთვის სასიამოვნო თანამშრომლობა შედგა.  დღეიდან, ორივე ბანკის კლიენტები თანხის განაღდებას კიდევ უფრო მეტი ბანკომატიდან შეძლებენ და ამასთან ტარიფი რჩება უცვლელი. “ – აღნიშნა პროკრედიტ ბანკის დირექტორმა  ალექსი მატუამ, დავით ნინიძესთან ხელშეკრულების გაფორმეის შემდეგ.

„ლიბერთი ბანკმა უკვე მე-3 (ქართუ; თიბისი, პროკრედიტი) კომერციულ ბანკთან გააფორმა Host to Host ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მომხმარებელს აქვს თანხის განაღდების და ბარათით გადახდის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობები და მრავალფეროვანი არჩევანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები