LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კონკურენტებიც შეიძლება იყვნენ, ან ვინმე განაწყენებული მოთამაშე” – ბათუმის სამორინეში ბომბს ეძებდნენ

97
55901985_2334498750155110_9121581685601730560_o

ბათუმში სასტუმრო “შერატონში” გვიან ღამით განგაში გამოცხადდა. სამორინეში რამდენიმე საათის განმავლობაში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებდნენ. მენეჯერის ინფორმაციით, 112-ში ანონიმური ზარი შევიდა, რომ სამორინეში “მშვიდობა” ასაფეთქებელ ნივთიერება იყო დამონტაჟებული.

შენობიდან ყველა სტუმარი და თანამშრომელი გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციისა და სახანძრო ბრიგადები. შენობაში კი გამნაღმველები მუშაობდნენ.

მენეჯერი შოთა ამირანაშვილი ვარაუდობს, რომ ცრუ შეტყობინება კონკურენტებმა ან განაწყენებულმა მოთამაშემ გააკეთა.

„დღეს შაბათია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ბათუმში კაზინოსთვის, ყველაზე მეტი სტუმარი სწორედ ამ დროს არის. ჩემი დიდი ვარაუდით ეს პროვოკაციაა, 99 პროცენტით ცრუ განგაშია, არის ვიღაცის მიერ მოწყობილი, მე არ გამოვრიცხავ ეს კონკურენტებიც შეიძლება იყვნენ, ან ვინმე განაწყენებული. ფაქტია, რომ ეს ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, რომ ჩაგვიშალოს დღევანდელი დღე“ – ამბობს კაზინოს მენეჯერი შოთა ამირანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები