საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „ტავ ურბან საქართველოსგან“ ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოსათვის, ინტერნეტ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ „ტავ ურბან საქართველომ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესი გამოთქვა.
„გამომდინარე იქედან, რომ საკითხი მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლების მინიჭებას ეხება, კონკურენციის სააგენტოს მიზანია – შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესში კონკურენციის წესები და პირობები სრულად იყოს დაცული. თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოითხოვა. კერძოდ, რა ფორმით გეგმავს „ტავ ურბან საქართველო“ შესაბამისი გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას და შერჩევას.
თბილისის აეროპორტი ტაქსის კომპანიას ეძებს - დასაქმების ახალი შანსი
აეროპორტში ტაქსების მომსახურებაზე კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ „ტავ ურბან საქართველოს“ განემარტა, რომ მგზავრთა გადაყვანის მომსახურების გამწევი კომპანიისათვის ექსკლუზიური უფლების გადაცემა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა განხორციელდეს“, – აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.