LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენციის სააგენტომ „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარზე მოკვლევა დაიწყო

55
5f59044405724

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარი დასაშვებად ცნო. სააგენტოში შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელსაც დაევალა – კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით, შეისწავლოს და მოამზადოს სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტი. საკითხი შეეხება –  სათარჯიმნო სექტორში,„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება), მე-7 (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) და მე-11(3)(არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ) მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტს.

კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის დაწყებიდან, არა უგვიანეს, 6 თვის ვადაში. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა 18 თვემდე გაგრძელდეს.

ცნობისთვის, 2021 წელს კონკურენციის სააგენტომ ორი მოკვლევა დაასრულა. ამ დროისათვის, შესწავლის პროცესშია – 3 საქმე და 2 საჩივართან მიმართებით, სააგენტო დასაშვებადობის საკითხს განიხილავს. მიმდინარე რეჟიმშია 2 ბაზრის – საავტომობილო საწვავის და ფარმაციის მონიტორინგი, საპორტო გადაზიდვების ბაზრის მონიტორინგი უწყებამ მიმდინარე წელს დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები