LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენციის სააგენტო ლარის გამო ფასების ზრდის შესახებ კომპანიების განცხადებებით დაინტერესდა

222
125430IMG-7979

საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო, რიგი მწარმოებელი კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან – საინფორმაციო საშუალებებში, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა.

სააგენტო იმ ბიზნესს, რომელმაც ლარის გაუფსურების გამო ფასების მატებაზე ისაუბრა, განმარტებებს სთხოვს.

მათი ცნობით, საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და ,”კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს.

“გამომდინარე იქედან, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს, საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ინფორმაციის მოწოდება და, ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისი განმარტება მოითხოვა: საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციისგან; შპს „დიპლომატ ჰოლდინგისგან“; საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან; მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისგან.

საქართველოს კონკურენციის სააგენტო განმარტავს, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია ეკონომიკურ აგენტებს შორის დაიდოს ისეთი შეთანხმება, რომლის მიზანია ან რომლის შედეგია შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა, დაუშვებლობა ან/და აკრძალვა. აღნიშნული შეთანხმების ერთ-ერთ სახეს ეკონომიკურ აგენტებს შორის ფასებზე ან სხვა სავაჭრო პირობებზე შეთანხმება წარმოადგენს”, – ვკითხულობთ კონკურენციის სააგენტოში.

ლარმა გაუფასურების ანტირეკორდი ივლისის ბოლოს დაამყარა, მიმდინარე კვირის ბოლოს კი შედარებით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 2,8870 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები