LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო

117
ლურჯი-მოცვი

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფერმერების მომართვის საფუძველზე, ლურჯი მოცვის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია – კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, პროდუქციის აღების პერიოდში ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.

„მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო შეაფასებს – კონკურენტულ გარემოს, როგორც მოცვის წარმოების, ასევე მისი ექსპორტის დონეზე. კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დამუშავდება რეკომენდაციები.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე რეჟიმშია – ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების, გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/LPG) და თხილის ბაზრის მონიტორინგები. 2022 წელს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის, საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) და შუშის ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების მონიტორინგები დაასრულა და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციები გასცა“, – ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები