LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენციის ეროვნული სააგენტო კომპანიების კონცენტრაციის 2 საქმეს სწავლობს

112
Why-Business-Management

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის (გაერთიანება) 2 საქმესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საკითხი ეხება – დეველოპერულ ბაზარზე, „ანაგი დეველოპმენტ 2“-ის და „თეთრი კვადრატი ისანში“ გაერთიანებას და სწრაფი მოხმარების პროდუქტების (“FMCG”) ბაზარზე, „დიპლომატ ჯორჯიასა“ და  “კანტს“ შორის კონცენტრაციას. ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტო სწავლობს განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული კომპანიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ – არაუგვიანეს, 2023 წლის 28 ივლისისა, სააგენტოს ელ. ფოსტაზე: [email protected] ან მისამართზე – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-8 სართული.

ინფორმაციისთვის: წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.

2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119  კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები