LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახალგაზრდა ეკონომისტების დასაქმების მიზნით სტაჟირების პროგრამას აცხადებს

117
კონკუ

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკური პროფილის სტუდენტების დასაქმების მიზნით, სტაჟირების პროგრამას აცხადებს. სააგენტოს მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და კონკურენციის პოლიტიკის დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.

პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მაგისტრის სტატუსის და ბაკალავრის დამამთავრებელ საფეხურზე მყოფი სტუდენტები. სტაჟირების ხანგრძლივობაა 3-6 თვე.

სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის  ჩათვლით, განაცხადი უნდა  წარადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები