LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკრეტული ხელშესახები შედეგი გვექნება დღევანდელ სამიტზე: დავით ზალკალიანი

91
217254-video

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში თავმოყრილია ის მოლოდინები, რაც ქართულ მხარეს ჰქონდა.

მისი თქმით, ამ სამიტზე საქართველოს ექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები.

“ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ გავაგრძელებთ მაგალითად როუმინგის სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ. ასევე განათლების მიმართულებით – ჩნდება შესაძლებლობები, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და სტუდენტებმა ისარგებლონ იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებითაც სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ მიზნად ვისახავდით – ფაქტობრიავად მაქსიმალურად მოვიცვათ ევროკავშირის პროგრამები და სააგენტოები და უკვე იქ, სადაც შესაძლებელია, ქვეყანას ჰქონდეს საშუალება, განვითარდეს და განავითაროს კონკრეტული მიმართულებები, ისე, როგორც ამით სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ის მოლოდინები, რაც ჩვენ გვქონდა სამიტის დეკლარაციაში, საბოლოო დეკლარაციაში არის თავმოყრილი და ჩვენ გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგი დღევანდელ სამიტზე”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები