ბრაიან რუისი – კონკაკაფის საუკეთესო მოთამაშე გახდა, კეილორ ნავასი – მხოლოდ მესამეა.
კონფედერაციის გმირები გაირკვა.
„სპორტინგის“ თავდამსხმელი ბრაიან რუისი და „ლიონის“ მეკარე ალექს მორგანი კონკაკაფის 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ. ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, პრესა და გულშემატკივრები. მორგანმა პრიზი მეორედ მოიგო, რუისმა – პირველად.
გამარჯვებულები კიდევ ხუთ დამატებით კატეგორიაში გამოვლინდნენ:
წლის მეკარეები – კეილორ ნავასი და ეშლინ ჰარისი, მწვრთნელები – ოსკარ რამირესი და ამელია ვალვერდე, მსაჯები – სესარ რამოს არტურო და კეროლ ენ ჩენარდი, წლის გოლი – ხესუს კორონა (კოპა ამერიკაზე ვენესუელას კარში გატანილი გოლით).
მადრიდის „რეალის“ გოლკიპერმა კეილორ ნავასმა საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითვაში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა.