LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას: ზალკანიანი

61
დავით ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, დავით ზალკანიანის განცხადებით, ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას.

ამის შესახებ ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კონგრესმენთა დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს.

„აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და სწორედ ამ თემებზე გვქონდა საუბარი. აღინიშნა, რომ საქართველო არის აშშ-ის ყველზე სანდო პარტნიორი რეგიონში და აუცილებელია თანამშრომლობის განვითარება ყველა იმ ძირითადი მიმართულებებით, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, პოლიტიკური სფერო თუ ვაჭრობა და ეკონომიკა,“ – განაცხადა დავით ზალკანიანმა.

მისი თქმით, განსაკუთრებით ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს და მეტი ამერიკული ინვესტიციის მოზიდვას საქართველოში.

„ჩვენი მდგრადობის განვითარებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმ აგრესიისა და ოკუპაციის ფონზე, რაც დაკავშირებულია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ჩვენ რა თქმა უნდა, მივიღეთ რწმუნება, რომ აშშ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას მომავალშიც მხარს დაუჭერს.

განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის მხარდაჭერა, რომელიც აშშ-ს ჰქონდა ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში დ ის წვლილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ და პირადად პრემიერ-მინისტრმა შეიტანა ამ პროცესში.

ვისაუბრეთ ასევე რეგიონული გამოწვევების შესახებ და იმ მედიაციის პროცესზე, რომელიც განვითარდა რეგიონში ბოლო პერიოდში, ესკალაციის შემდეგ და იმ მედიაციის როლზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია.

საქართველოსთან მეგობრობა აშშ-ს, ხოლო აშშ-თან მეგობრობა საქართველოს სურს: კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები