კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-ს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვისსამინისტრო ავრცელებს.
ეპიდემია გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სწრაფად გავრცელდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ეპიდემიის შეჩერებას ცდილობს. მათ უკვე უმკურნალეს 100 000-ზე მეტ პაციენტს, რომლებსაც ებოლას ნიშნები ჰქონდათ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ებოლა ქვეყნის 26 პროვინციიდან 14-ში გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ებოლას ეპიდემიის ყველაზე მწვავე შემთხვევა დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში 2013-დან 2016-წლამდე მოხდა, რა დროსაც 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.