კონგოს რესპუბლიკაში წყალდიდობას სულ მცირე 176 ადამიანი ემსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაშავებულის შესახებ.
ძლიერმა წვიმამ სამხრეთ კივუში, კალეჰეს ტერიტორიაზე მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი დაიტბორა.
ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის ინფორმაციით, ხალხს ღია ცის ქვეშ სძინავს.
კონგოში მსგავსი მასშტაბის ინციდენტი 2014 წლის ოქტომბერში მოხდა, როცა ძლიერმა წვიმამ 700-ზე მეტი სახლი გაანადგურა. გაეროს ცნობით, ამ ინციდენტისას 130-ზე მეტი ადამიანი გამოცხადდა დაკარგულად.