LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონგოელი მეამბოხეები ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავის სანაცვლოდ მილიონ დოლარს ითხოვენ

62

მილიონი დოლარი ქართველი სამხედრო მფრინავის სანაცვლოდ – “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სწორედ ამ თანხას ითხოვენ კონგოელი მეამბოხეები ქართველი მფრინავის, სოსო ოსურაულის გასათავისუფლებლად. იგი თითქმის ერთი თვეა, ტყვეობაშია.

კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ-ერთს სწორედ სოსო ოსურაული მართავდა.

თავდაცვის სამინისტროში ამ საქმის დეტალებზე ვერ საუბრობენ. უწყების განმარტებით ოსურაული არ არის მათ მიერ წარგზავნილი ამ ქვეყანაში. ჩართულია თუ არა საგარეო უწყება გათავისუფლების პროცესში, ამ თემაზე არც საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბრობენ.

თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი ხელისუფლებას ქართველი მებრძოლის გათავისუფლებისკენ და მისი ტყვეობიდან დახსნისკენ მოუწოდებს. უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა მოთხოვნა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ამა წლის 27 იანვარს აფრიკის კონტინენტზე კონგონს დემოკრატიული რესპუბლიკის კონტინენტზე მოხდა ამბოხებულების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდება, რომელსაც მართავდა ქართველი მფრინავი, საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი იოსებ ოსურაული. ჰყავთ აყვანილი ტყვედ და  ითხოვენ გამოსასყიდს ამბოხებულები. მივმართავ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურს, რომ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და დროულად დაეხმარონ საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი მილიონ დოლარს ითხოვენ გამოსასყიდის სახით,“-განაცხადა პოლკოვნიკმა დავით მაყიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები