LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონფლიქტები ხშირად არის და ახლა ვისვენებთ ერთმანეთისგან: გია გაჩეჩილაძე ლევან გაჩეჩილაძეზე

824
გია გაჩეჩილაძე - ლევან გაჩეჩილაძე

მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მას თავის ძმასთან ურთიერთობა დროებით არ აქვს, რადგან „ერთმანეთისგან ისვენებენ“.

მან ძმასთან, ლევან გაჩეჩილაძესთან მის ურთიერთობაზე ისაუბრა და ბავშვობა გაიხსენა. მისი თქმით, ძმებს შორის განსხვავება წელიწადი და რვა თვე იყო. ბავშვობაში ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და კონფლიქტები ძმებს შორის დღესაც ხშირად ხდება.

„კონფლიქტები ხშირად არის და ხშირად ვისვენებთ ერთმანეთისგან. მე თუ მკითხავ, ხანდახან საყვარელმა ადამიანებმა ერთმანეთისგან უნდა დაისვენონ, რადგან ძალიან ბევრ რამეს ხვდებიან ამ მარტოობაში – რამდენად მნიშვნელოვანია და საერთოდ, რა არის ის ადამიანი შენთვის“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები