LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონცერტი „სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“ 28 დეკემბერს კვლავ  გაიმართება

1328
კულტურა

21 ოქტომბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, კიდევ ერთი გამორჩეული კონცერტი გაიმართა. „სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“ თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, წარმოადგინეს  მომღერლებმა: ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, დავით ნოზაძე, გედევან ჯინჭარაძე და ნატუკა კახიძემ, კონცერტს დირიჟორობდა მაესტრო ვახტანგ კახიძე.

აღნიშნული საკონცერტო პროგრამა პირველად ა.წ. მაისის თვეში მოისმინა მსმენელმა, რეპერტუარში წარმოდგენილია ბრწყინვალე ქართველი კომპოზიტორების კინო მუსიკა, რომლებიც სხვადასხვა წლებშია შექმნილი და რომლებმაც დროს გაუძლო. თითქმის ორ საათიანი კონცერტის განმავლობაში მაყურებელმა მოისმინა: რევაზ ლაღიძის, არჩილ კერესელიძის, სულხან ცინცაძის, ჯანსუღ კახიძის, გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძისა და ვახტანგ კახიძის ფილმებისათის შექმნილი მუსიკა. დარბაზში შეკრებილი მსმენელის სიჭარბე და ოვაციები მეტყველებდა იმაზე, რომ ქართული კინო მუსიკის ბრწყინვალე ნიმუშები, მსმენელის დიდ სიყვარულს იმსახურებს და  კვლავ დიდხანს იცოცხლებს.

სიმღერები კინოფილმებიდან, რომელიც შესანიშნავად წარმოადგინეს კონცერტის მონაწილე მუსიკოსებმა, კვლავ გაიჟღერებს ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ- კულტურულ ცენტრში 28 დეკემბერს, მაყურებლის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ბილეთების გაყიდვა დაიწყება 1 ნოემბრიდან!

„კახიძის მუსიკალურ ცენტრში გამართული ყოველი კონცერტი ჩემთვის ნამდვილად დიდი სიხარული და ზეიმია” – ეკა მამალაძე

9 ოქტომბერს კამერული მუსიკის VIII ფესტივალი “სალხინოს კამერატა” გაიხსნა