კონცერნი Daimler-ი, 2018 წლიდან 2024 წლამდე 6 სერიაში, მხოლოდ ელექტროძრავიან ავტომობილებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამომცემლობა Automobilwoche ავრცელებს. გერმანელები მიიჩნევენ, რომ კომპანია ასეთი ნაბიჯით Tesla Motors-ისა და Audi-სთვის კონკურენციის გაწევას ცდილობს. გამოცემის თანახმად, კონცერნი სწორებას ძირითადად ქროსოვერებსა და სედანებზე გააკეთებს.
მანამდე კი ცნობილი გახდა Mercedes-Benz-ისა და Daimler-ის თანამშრომლობის შესახებ, რომლებიც გეგმავენ საერთო სუბბრენდის – MEQ-ის შექმნას, რომელიც გააერთიანებს ყველა ელექტროქარს, რომელსაც კომპანია გამოუშვებს.
მსოფლიო ავტომოყვარულები უახლოეს მომავალში კონცერნისა და Mercedes-Benz-ის ახალ მოდელებს ელოდებიან, რომლებიც პირდაპირ კონკურენციას გაუწევენ Tesla Model S-სა და Tesla Model X-ს.