LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონცეპტუალური Opel GT შეიძლება სერიულად გამოჩნდეს

15

როგორც გერმანული პრესა იტყობინება, კომპანია Opel კონცეპტუალური ავტომობილის GT სერიულ წარმოებაში ჩაშვებას აპირებს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა საავტომობილო ბაზარზე გაიყიდება.

ავტომობილის პრეზენტაცია გასულ მარტს, ჟენევის ავტოშოუზე მოხდა. როგორც ცნობილია, სერიულ წარმოებაში ავტომობილი სრულამძრავიანი იქნება და თანხვედრაში მოვა Opel Mokka-ში არსებულ კომპიუტერულ სისტემებთან. აღსანიშნავია, რომ GT-ს ორიგინალი ვერსია თავდაპირველად უკანააძრავიან მოდელად მოიაზრებოდა.

ამ ეტაპზე Opel-ის მთავარი პრობლემა ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ერთმანეთზე მორგება წარმოადგენს. როგორც ჩანს სპორტული GT ძრავი, კომპანიაში არსებულ გადაცემათა კოლოფთან მიმართებაში შეუთავსებელია. თუმცა, ტექნიკოსები ამ პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ.

ცნობილია, რომ Opel GT-ს კაპოტქვეშ მოთავსებული იქნება 1.0 ლიტრიანი, 3 ცილინდრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 145 ცხენის ძალა იქნება. სავარაუდოა, რომ ძრავი გაიმართება 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით, რომელიც სულ რაღაც 8 წამში 215კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს, რაც ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე იქნება.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის გამოჩნდება მსოფლიო ბაზარზე Opel GT ჯერჯერობით უცნობია. აგრეთვე უცნობია მისი ღირებულებაც. თუმცა, როგორც კრიტიკოსები ვარაუდობენ, ახალი მოდელი გერმანელებს საკმაოდ დიდ შემოსავალს მოუტანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები