LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური მესამედ აირჩიეს

131
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2023-01-26T190018.535

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა, დღეს ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებზე კახა ბექაური მესამედ, 2026 წლამდე აირჩიეს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე არჩევნების შედეგები დაამტკიცა.

„შეგახსენებთ, რომ კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.

კახა ბექაურს 1986-1992 წლებში მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის მიმართულებით.

კომუნიკაციების კომისიის წევრობამდე, კახა ბექაური რამდენიმე ტელეკომპანიის ხელმძღვანელის პოზიციებს იკავებდა, ხოლო მანამდე საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა და ESM თბილისის მენეჯმენტის კათედრის ლექტორი იყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები