LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლამ 2 დღიანი სასწავლო სემინარი “უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის” ჩაატარა

66
1638341068-345676

როგორ უნდა გააშუქონ აქციები და იმუშაონ საგანგებო სიტუაციებში ჟურნალისტებმა, რომ სრულფასოვნად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ისე, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს – ამ საკითხებზე ჟურნალისტებმა დეტალური ინფორმაცია ორდღიანი სასწავლო სემინარიდან მიიღეს.

სემინარი – “უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის”, კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლამ ჩაატარა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ორი დღის მანძილზე 10-მა ჟურნალისტმა ფოტოჟურნალისტ დავით მძინარიშვილთან, SAFE Initiative-ის რისკების მართვის ტრენერ გიორგი კუპატაძესთან და უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტ ირაკლი ანდრონიკაშვილთან ერთად იმუშავა.

თეორიული ნაწილის გარდა, ტრენინგი ისეთ მნიშვნელოვან და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა, როგორიც დემონსტრაციების გაშუქებისას საფრთხეების და გარემოს ანალიზია:

➤  გამოცდილმა ექსპერტებმა ჟურნალისტებთან ერთად განიხილეს, თუ რა შეცდომებს უშვებს მედია საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას;

➤  ექსპერტებმა ჟურნალისტებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სავალდებულო ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდებათ მათ დაძაბულ გარემოში უსაფრთხოდ მუშაობისთვის;

➤  სწავლების პროცესში, ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, იმიტირებული დაკითხვის მონაწილე გამხდარიყვნენ და ამ მიმართულებითაც მიეღოთ გამოცდილება.

➤  ტრენინგის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები პირველადი სამედიცინო დახმარების წესებსაც გაეცნენ.

როგორც კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლაში აცხადებენ, მედიააკადემია მედიის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები