LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიამ რუსული ORT-ს საეთერო მაუწყებლობა შეზღუდა

85

კომუნიკაციების კომისიამ რუსული ORT-ს საეთერო მაუწყებლობა შეზღუდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადმინისტრაციული შპს „რ.ბ.ჯ“-ს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელის პროგრამების გამოყენებით მაუწყებლობდა, პასუხისმგებლობა დააკისრა.

როგორც ”ფორტუნას” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, შპს „რ.ბ.ჯ“-ს 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, რადგან კომპანიას მაუწყებლობის დაწყებამდე სამაუწყებლო პროდუქციის მართლზომიერი ფლობის შესახებ შესაბამისი ნებართვები და ლიცენზიები არ წარმოუდგენია.

კომისიის ცნობით, აღნიშნული დარღვევისთვის კომპანიას 2015 წლის ივლისში წერილობითი გაფრთხილება უკვე მიეცა. კომპანია ასევე, წერილობით გაფრთხილდა კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის და საკუთარ ვებ-გვერდზე შესაბამისობის დეკლარაციის გამოუქვეყნებლობის გამო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ საჯარო სხდომაზე შპს „რ.ბ.ჯ“-მ ვერ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელის ტელეპროდუქციის მართლზომიერი ფლობა, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიას შეუზღუდა იმ სამაუწყებლო პროდუქციით საეთერო მაუწყებლობა, რომლის კანონიერი უფლებაც არ გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები