LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიამ „იმერ TV” გააფრთხილა

80

„იმერ TV”-ს სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა დაევალა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „იმერ TV” გარკვეული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების გამო წერილობით გააფრთხილა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განაცხადეს, აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი შპს „იმერ TV” შეამოწმა. შედეგად, გაირკვა, რომ კომპანია შემდეგ სამაუწყებლოი არხებს გადასცემდა შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე: “TV 8”, “TV 11”, „საფერავი ტვ“, „ქართული არხი“, „სილქ-კინოკოლექცია“, „სილქ-ჰოლივუდი“, „სილქ-კლასიკა“, „სილქ-სპორტი 1“, „სილქ-სპორტი 2“ და “Охота и рыбалка”.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „იმერ TV”-ს დაევალა ზემოთ ჩამოთვლილი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირების შეწყვეტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები