საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) ახალი მომსახურება დანერგა. კერძოდ, მობილურ ტელეფონებზე კოდის *303# აკრეფით მოქალაქეებს შეუძლიათ, კომუნალური მომსახურების კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის მომარაგების წყვეტის შესახებ, გამოითხოვონ ელექტრონული ქვითარი, შეამოწმონ მიმდინარე სააბონენტო ბალანსი, მონაცემების მისაღებად სასურველ აბონენტზე დაარეგისტრირონ ან წაშალონ არასასურველი ნომერი.
*303# კოდით მომსახურება უფასოა და ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისთვის, არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვასა და ინტერნეტთან წვდომას.
კომუნალური სერვისების მართვა დისტანციურად - სიახლე მაგთის მომხმარებლებისთვის!
მაგთიკომი აგრძელებს დისტანციური სერვისების გაფართოებას
მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიების – სს „თელასის“, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ და სს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ აბონენტებს.
*303# მომსახურების პროგრამის ფუნქციონალი შექმნილია საკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ მიერ. მომსახურება ამჟამად ხელმისაწვდომია „სილქნეტისა“ და „მაგთიკომის“ მომხმარებლებისთვის. თუმცა, უახლოეს მომავალში პროგრამით ისარგებლებენ „ბილაინის“ მომხმარებლებიც.